Sunday, December 6, 2009

კონფერენცია: „ბუნებრივად საინტერესო გაკვეთილი“

2009 წელი


2009 წლის 8 - 9დეკემბერს ქ. გორის მე–3 საჯარო სკოლაში ჩატარდა ტრენინგი და შემაჯამებელი კონფერენცია სახელწოდებით „ბუნებრივად საინტერესო გაკვეთილი“.
ეს ღონისძიება იყო პოლონეთის საგარეო სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის

„განათლება – ადგილობრივი განვითარების ინსტრუმენტი“ I ეტაპის დასკვნითი ნაწილი.

კონფერენცია დაიწყო პრეზენტაციით,რომელიც ეხებოდა სასკოლო დაწესებულებებში საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების გაუმჯობესების გზებსა და მეთოდოლოგიებს. პრეზენტაციას უძღვებოდნენ პოლონეთის სამეცნიერო ცენტრ „კოპერნიკის“ თანამშრომლები. მისი დასრულების შემდგომ გაიმართა ექსპერიმენტების დემონსტრაცია და პლენარული დისკუსია თემაზე: “პოლონურ–ქართული თანამშრომლობის პერსპექტივები შიდა ქართლის რეგიონის სასკოლო განათლების განვითარების ხელშეწყობის კუთხით“.ტრენინგმა საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. იყო კონტაქტი ტრენინგის წამყვანებსა და დამსწრე აუდიტორიას შორის. ტრენინგის მონაწილეების მხრიდან შეინიშნებოდა მაღალი ჩართულობა და ინტერესი.პლენარულ დისკუსიაზე პოლონელმა სტუმრებმა გააკეთეს მოხსენება პროექტის ფარგლებში მოსალოდნელი შედეგებისა და პერსპექტივების შესახებ. მოხდა მომხსენებლებსა და მსმენელთა აუდიტორიას შორის აზრთა გაცვლა. ჩამოყალიბდა მომავალი სამოქმედო გეგმის მონახაზი.კონფერენციის დასასრულს პროექტის პოლონელმა მონაწილეებმა საზეიმო ვითარებაში გადასცეს "ჯადოსნური ყუთები" კიდევ 13 სკოლისწარმომადგენელს. 21 სკოლის წარმომადგენელს გადაეცათ "მწვანე ლაზერები"- . კონფერენციის ყველა მონაწილეს დაურიგდა მეთოდური ლიტერატურა, DVD დისკები და სხვა საჭირო მასალები.

Monday, September 28, 2009

ბლოგის იდეა

2009/2010 წელი


2009 წლის 18 სექტემბრიდან 26 სექტემბრამდე "პარტნიორები-პოლონეთისა" და "პარტნიორები-საქართველოს" ერთობლივი პროექტის “განათლება, როგორც ადგილობრივი განვითარების ინსტრუმენტი – შიდა ქართლის რეგიონში განათლების დეცენტრალიზაციის ხელშეწყობა” ფარგლებში, ვარშავაში იმყოფებოდა საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელთა ჯგუფი შიდა ქართლიდან.

პროექტი მიმართულია შიდა ქართლის რეგიონის განვითარებისაკენ, თანამედროვე სასწავლო მეთოდოლოგიების გაცნობითა და პოლონელი კოლეგების გამოცდილების გაზიარებით, ადგილობრვი სკოლების მასწავლებლების შესაძლებლობების გაზრდისკენ . პროექტის
I ეტაპი 2009 წლის ბოლომდე გრძელდება.

ბლოგი შემუშავდა პროექტში ჩართული პედაგოგებისათვის კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად, გამოცდილების გასაზიარებლად, პროექტის ფარგლებში სიახლეების გასავრცელებლად,საბუნებისმეტყველო საგნებში საინტერესო რესურსების გასაზიარებლად.