Sunday, December 6, 2009

კონფერენცია: „ბუნებრივად საინტერესო გაკვეთილი“

2009 წელი


2009 წლის 8 - 9დეკემბერს ქ. გორის მე–3 საჯარო სკოლაში ჩატარდა ტრენინგი და შემაჯამებელი კონფერენცია სახელწოდებით „ბუნებრივად საინტერესო გაკვეთილი“.
ეს ღონისძიება იყო პოლონეთის საგარეო სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის

„განათლება – ადგილობრივი განვითარების ინსტრუმენტი“ I ეტაპის დასკვნითი ნაწილი.

კონფერენცია დაიწყო პრეზენტაციით,რომელიც ეხებოდა სასკოლო დაწესებულებებში საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების გაუმჯობესების გზებსა და მეთოდოლოგიებს. პრეზენტაციას უძღვებოდნენ პოლონეთის სამეცნიერო ცენტრ „კოპერნიკის“ თანამშრომლები. მისი დასრულების შემდგომ გაიმართა ექსპერიმენტების დემონსტრაცია და პლენარული დისკუსია თემაზე: “პოლონურ–ქართული თანამშრომლობის პერსპექტივები შიდა ქართლის რეგიონის სასკოლო განათლების განვითარების ხელშეწყობის კუთხით“.ტრენინგმა საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. იყო კონტაქტი ტრენინგის წამყვანებსა და დამსწრე აუდიტორიას შორის. ტრენინგის მონაწილეების მხრიდან შეინიშნებოდა მაღალი ჩართულობა და ინტერესი.პლენარულ დისკუსიაზე პოლონელმა სტუმრებმა გააკეთეს მოხსენება პროექტის ფარგლებში მოსალოდნელი შედეგებისა და პერსპექტივების შესახებ. მოხდა მომხსენებლებსა და მსმენელთა აუდიტორიას შორის აზრთა გაცვლა. ჩამოყალიბდა მომავალი სამოქმედო გეგმის მონახაზი.კონფერენციის დასასრულს პროექტის პოლონელმა მონაწილეებმა საზეიმო ვითარებაში გადასცეს "ჯადოსნური ყუთები" კიდევ 13 სკოლისწარმომადგენელს. 21 სკოლის წარმომადგენელს გადაეცათ "მწვანე ლაზერები"- . კონფერენციის ყველა მონაწილეს დაურიგდა მეთოდური ლიტერატურა, DVD დისკები და სხვა საჭირო მასალები.