Thursday, September 13, 2012

გიწვევთ დაბადების დღეზე, ჩვენ 2 წელი გვისრულდება :))



22 სექტემბერს „ განათლების განვითარების ცენტრს“ 2 წელი და პროექტ "ბუნებრივად საინტერესო გაკვეთილს"(საქართველოში) 3 წელი  უსრულდება. ყველაფერი კი ასე იწყებოდა : !!!  და ასე: ***

ყველას, ვისაც სურვილი გაქვთ ჩვენთან ერთად  აღნიშნოთ ეს თარიღი, შეგიძლიათ გვეწვიოთ ცენტრში ფინჯან ყავაზე, მრგვალ მაგიდასთან სამეცნიერო და საგანმანათლებლო საკითხებზე მეგობრულ, მყუდრო გარემოში სასაუბროდ.
  
 

Wednesday, September 12, 2012

”სამეცნიერო პიკნიკი” - პირველად საქართველოში

”სამეცნიერო პიკნიკი” 1997 წლიდან დაწყებული ყოველწლიურად იმართება პოლონეთის ქალაქ ვარშავაში პოლონეთის რადიოსა და კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრის ორგანიზებით (http://www.pikniknaukowy.pl/standard/en/).


”სამეცნიერო პიკნიკი” არის  სამეცნიერო ღონისძიება ღია ცის ქვეშ, რომელიც პოლონეთში მეცნიერების პოპულარიზაციას ემსახურება. სამეცნიერო პიკნიკზე პოლონეთისა და სხვა ქვეყნების სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კულტურული დაწესებულებები წარმოადგენენ საკუთარ მიღწევებს და საქმიანობის სხვადასხვა ასპექტებს. მათი მიზანია სხვადასხვა ექსპერიმენტებისა და ინტერაქციული გამოფენების საშუალებით, ხელმისაწვდომი გახადონ ამა თუ იმ მეცნიერული მიმართულების ძირითადი არსი საზოგადოებისათვის. სამეცნიერო პიკნიკზე წარმოდგენილია როგორც ზუსტი საბუნებისმეტყველო, ისე სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებები.
 2012 წლის 29 სექტემბერს, ვაკის პარკის ტერიტორიაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით მსგავსი ღონისძიების განხორციელებას საქართველოში გეგმავს. ღონისძიებაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ჩვენი "განათლების განვითარების ცენტრის" ტრენერებიც.
დ ა ს წ რ ე ბ ა   თ ა ვ ი ს უ ფ ა ლ ი ა.  ბაშვებისთვის და მშობლებისთვის მზადდება უამრავი სიურპრიზი და გასართობი.