Monday, October 1, 2012

პროექტი "ბუნებრივად საინტერესო გაკვეთილი" ილიაუნის "სამეცნიერო პიკნიკზე"


29 ოქტომბერს თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე მოეწყო საქართველოში პირველი სამეცნიერო პიკნიკი „მეცნიერება ბავშვებს - მეცნიერების 50-მდე სხვადასხვა დარგის პავილიონში მოეწყო ინტერაქტიული გამოფენა, ჩატარდა პრეზენტაციები და ექპერიმენტები, რომელშიც ყველა მსურველს შეეძლ მონაწილეობის მიღება.
 სამეცნიერო პიკნიკი წარმოადგენს ერთ დღიან სამეცნიერო შემეცნებით ღონისძიებას ღია ცის ქვეშ, რომელიც მიზნად ისახავს მეცნიერების სხვადასხვა დარგის პოპულარიზაციას. სამეცნიერო პიკნიკისათვის ვაკის პარკში მოეწყო კარვები, სადაც წინასწარ შერჩეული ჯგუფებმა საქართველოს და საზღვარგარეთის სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კულტურული დაწესებულებებიდან წარმოადგინეს საკუთარი მიღწევები სხვადასახვა სახის ექსპერიმენტებითა და ინტერაქციული გამოფენებით.
 ღონისძიება უპირველესად განკუთვნილია მოზარდი, სკოლის ასაკის თაობის წარმომადგენლებისათვის, თუმცა საინტერესო იყო ნებისმიერი სხვა ასაკის ადამიანებისთვისაც. პიკნიკის მთავარი ამოცანა იყო ხალისიანი ფორმით წარმოეჩინა თანამედროვე მეცნიერების მიღწევები, განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო დისციპლინებში.
ღონისძიებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ პროექტ „ბუნებრივად საინტერესო გაკვეთილის“ საქართველოს  3 ქალაქში: გორში(თამარ დავითიძე, ელენე ხაჩიძე), რუსთავში, ახალციხეში არსებული კლუბების წარმომადგენლები.


Thursday, September 13, 2012

გიწვევთ დაბადების დღეზე, ჩვენ 2 წელი გვისრულდება :))



22 სექტემბერს „ განათლების განვითარების ცენტრს“ 2 წელი და პროექტ "ბუნებრივად საინტერესო გაკვეთილს"(საქართველოში) 3 წელი  უსრულდება. ყველაფერი კი ასე იწყებოდა : !!!  და ასე: ***

ყველას, ვისაც სურვილი გაქვთ ჩვენთან ერთად  აღნიშნოთ ეს თარიღი, შეგიძლიათ გვეწვიოთ ცენტრში ფინჯან ყავაზე, მრგვალ მაგიდასთან სამეცნიერო და საგანმანათლებლო საკითხებზე მეგობრულ, მყუდრო გარემოში სასაუბროდ.
  
 

Wednesday, September 12, 2012

”სამეცნიერო პიკნიკი” - პირველად საქართველოში

”სამეცნიერო პიკნიკი” 1997 წლიდან დაწყებული ყოველწლიურად იმართება პოლონეთის ქალაქ ვარშავაში პოლონეთის რადიოსა და კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრის ორგანიზებით (http://www.pikniknaukowy.pl/standard/en/).


”სამეცნიერო პიკნიკი” არის  სამეცნიერო ღონისძიება ღია ცის ქვეშ, რომელიც პოლონეთში მეცნიერების პოპულარიზაციას ემსახურება. სამეცნიერო პიკნიკზე პოლონეთისა და სხვა ქვეყნების სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კულტურული დაწესებულებები წარმოადგენენ საკუთარ მიღწევებს და საქმიანობის სხვადასხვა ასპექტებს. მათი მიზანია სხვადასხვა ექსპერიმენტებისა და ინტერაქციული გამოფენების საშუალებით, ხელმისაწვდომი გახადონ ამა თუ იმ მეცნიერული მიმართულების ძირითადი არსი საზოგადოებისათვის. სამეცნიერო პიკნიკზე წარმოდგენილია როგორც ზუსტი საბუნებისმეტყველო, ისე სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებები.
 2012 წლის 29 სექტემბერს, ვაკის პარკის ტერიტორიაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით მსგავსი ღონისძიების განხორციელებას საქართველოში გეგმავს. ღონისძიებაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ჩვენი "განათლების განვითარების ცენტრის" ტრენერებიც.
დ ა ს წ რ ე ბ ა   თ ა ვ ი ს უ ფ ა ლ ი ა.  ბაშვებისთვის და მშობლებისთვის მზადდება უამრავი სიურპრიზი და გასართობი.

Sunday, December 25, 2011

გილოცავთ შობა-ახალ წელს


"განათლების განვითარების ცენტრი" გილოცავთ შობა-ახალ წელს, გისურვებთ დიდხანს სიცოცხლეს, ბედნიერებას, ჯანმრთელობას, წარმატებას და გატყობინებთ რომ პროექტში მონაწილე ყველაზე აქტიურ სკოლებს "ჯადოსნური ყუთები" იანვრის პირველ კვირაში გადაეცემათ.

„ბუნებრივად თანაბარი შანსები“ - შემაჯამებელი კონფერენცია


15 დეკემბერს მასწავლებელთა სახლში პროექტ „ბუნებრივად თანაბარი შანსები“ ფარგლებში ჩატარდა შემაჯამებელი კონფერენცია. კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე ირინა ქურდაძე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი, პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ურშულა დოროშევსკა, პოლონეთის საკონსულოს წარმომადგენლები, პოლონეთის განათლების მინისტრის მოადგილე, ვარშავის „კოპერნიკის ცენტრის“ მეცნიერ-თანამშრომლები, პროექტის კოორდინატორები პოლონური და ქართული მხრიდან, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის თანამშრომლები, პროექტის ტრენერები და მონაწილე მასწავლებლები. კონფერენციის დასასრულს „ფოტორეპორტაჟი გაკვეთილიდან“ კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცათ პრიზები.


Thursday, December 8, 2011

პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია - მალე!

15 დეკემბერს თბილისში, მასწავლებელთა სახლში გაიმართება ჩვენი მიმდინარე პროექტის „ბუნებრივად თანაბარი შანსები“ შემაჯამებელი კონფერენცია. კონფერენციაზე ერთმანეთს შეხვდებიან საგანმანათლებლო სფეროს ქართველი და პოლონელი ექსპერტები, განათლების სამინისტროს წარმომადგენლები და ქართველი მასწავლებლები. მოხდება პროექტის რეალიზაციის შთაბეჭდილებების გაზიარებადა საქართველოში საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით თანამშრომლობის გაგრძელებისა და გაფართოების შესაძლებლობების განხილვა. კონფერენციაზე ასევე წარმოდგენილი იქნება პროექტის ფარგლებში ჩატარებული საქართველოში სოფლის სკოლების მასწავლებელთა საჭიროებების კვლევის შედეგების პრეზენტაცია.

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ მეგი ბიბილურს: megipoland@gmail.com, ტელ: (+995) 599757674

Wednesday, October 26, 2011



კონკურსი:

„ფოტორეპორტაჟი გაკვეთილიდან“


კონკურსის მასალების წარდგენა - ტრენინგიდან 2 კვირის ვადაში.


. . . კონკურსის განაცხადი უნდა შეიცავდეს :

ა). კონკურსის მონაწილის მონაცემებს

ბ). 4 ფოტოსურათს (ზომა - არა უმეტეს 3 მბ)

გ). ჩატარებული გაკვეთილის აღწერას - A4 ფორმატის 1 გვერდი


ფოტორეპორტაჟი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:


ა). ინოვაციურობა (მასწავლებლისა და მოსწავლეების კრეატიულობა)

ბ). მოსწავლეების ჩართულობა გაკვეთილის მომზადებასა და ჩატარებაში

გ). სურათების ხარისხი


კონკურსის შედეგებს შეაჯამებს ქართულ-პოლონური კომისია. 3 საუკეთესო ფოტორეპორტაჟის ავტორი 3 რეგიონიდან შემაჯამებელ კონფერენციაზე დაჯილდოვდება.


კონკურსის განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 18 ნოემბერი