Thursday, July 1, 2010

განათლება განვითარებისათვის

2010 წელი

საქართველოს განვითარების ხელშეწყობა შიდა ქართლსა და სამცხე - ჯავახეთში საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებაში ახალი მეთოდების დანერგვის გზით.
პროექტის რეალიზატორები: ფონდი „პარტნიორს“ პოლონეთი(პროექტის ლიდერი), სამეცნიერო ფონდ „კოპერნიკთან“(ვარშავა) თანამშრომლობით, ა/ო „სამყარო“, ა/ო „ქართლოსი“ , სსიპ გორის №3 სკოლა.
პროექტის იდეა: თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში მაღალი დონის სპეციალისტების მომზადების აუცილებელი პირობაა სასკოლო განათლების ადრეულ ეტაპზე ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის საგნებისადმი ინტერესის გაღვივება, . ბავშვები განსაკუთრებით კარგად აღიქვამენ ექსპერიმენტებზე დაფუძნებულ გაკვეთილებს. თანამედროვე ექსპერიმენტალური გაკვეთილების ჩატარება ნებისმიერ სკოლაშია შესაძლებელი - ამისთვის სულაც არაა აუცილებელი სპეციალიზირებული კაბინეტები და მოწყობილობები. მაგრამ აუცილებელია შესაბამისად მომზადებული მასწავლებლების არსებობა, რომლებიც მზად იქნებიან თავისი ცოდნა არა მხოლოდ მოსწავლეებს, არამედ - სხვა მასწავლებლებსაც გაუზიარონ.

პროექტის მიზანი: შიდა ქართლის რეგიონის სკოლების მხარდაჭერა; იაფი მეთოდებით სკოლებში სწავლის დონის ამაღლება; ქიმიის, ბიოლოგიისა და ფიზიკის მასწავლებლებისთვის თანამედროვე ექსპერიმენტარული გაკვეთილების ჩატარების უნარების გადაცემა.

დრო: მარტი - დეკემბერი 2010

ადგილი: შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონები

____________________________

პროექტის განხორციელება:

1. .2010 წლის 04-07ივნისი - გორის №3 სკოლაში საბუნებისმეტყველო საგნების ინტერაქტიული სწავლებისათვის 12 ტრენერისგან შემდგარი ჯგუფის მომზადება.
2. 2010 წლის აგვისტო - გორის №3 სკოლაში განათლების განვითარების ცენტრში სარემონტო სამუშაოების ჩატარება.
3. 22 სექტემბერი "განათლების განვითარების ცენტრის" დაარსების დღე.