Sunday, December 19, 2010

შემაჯამებელი კონფერენცია

2010 წლის 3-4 დეკემბერს ჩატარდა პროექტ "განათლება განვითარებისათვის" შემაჯამებელი კონფერენცია.კონფერენციას ესწრებოდნენ ტრენინგის მონაწილე აქტი
ური სკოლების წარმომადგენლები. პროექტის პოლონელმა და ქართველმა კოორდინატორებმა მათ "ჯადოსნური ყუთები" გადასცეს.
კონფერენციის სტუმრები იყვნენ:ვარშავის "კოპრნიკის ცენტრის მეცნიერ თანამშრომელი - იულია ნოვიჩკა, ე. ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტ
უტის თანამშრომელი ფიზ.-მათ.მეც. კანდიდატი - მანანა სვანიძე, ექსპერტი - მერაბ ლაბაძე, პროექტის მონაწილეები სამცხე-ჯავახეთიდან.


Tuesday, November 9, 2010

"პოლონური დღეები" გორის №3 საჯარო სკოლაში




2010 წელი


4 დღის განმავლობაში(07.11 - 10.11) ჩვენს სკოლაში სტუმრად იმყოფებოდნენ სტუმრები პოლონეთიდან। მათთან ერთად გატარებული ყოველი დღე იყო უაღრესად საინტერესო და დადებითი ემოციებით დატვირთული :)

Sunday, November 7, 2010

ეტაპობრივი კონფერენცია


2010 წელი


პროექტ "ბუნებრივად საინტერესო გაკვეთილისა" და მისი მომდევნო ეტაპის - პროექტ "განათლების განვითარებისთვის" ფარგლებში, საქართველოში სტუმრად იმყოფებოდნენ პროექტის პოლონელი პარტნიორები.
ამა წლის 10 ნოემბერს 11-00 საათზე ქ. გორის №3 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში ჩატარდა პროექტის ეტაპობრივი კონფერენცია. კონფერენციას დაესწრნენ პროექტის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგების მონაწილე სკოლების დირექტორები და პედაგოგები. ჩატარდა ვორქშოპი ქიმიაში, ტრენერებს სერტიფიკატები გადაეცა

Friday, October 8, 2010

"განათლების განვითარების ცენტრი"


2010 წელი

Friday, October 1, 2010

ჟურნალ "მასწავლებელში"




2010 წლის №4 ჟურნალ "მასწავლებელში" გამოქვეყნებულია წერილი ჩვენი პროექტის "ბუნებრივად საინტერესო გაკვეთილის" შესახებ.
წერილის ავტორი:ექსპერტი - მერაბ ლაბაძე



Thursday, July 1, 2010

განათლება განვითარებისათვის

2010 წელი

საქართველოს განვითარების ხელშეწყობა შიდა ქართლსა და სამცხე - ჯავახეთში საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებაში ახალი მეთოდების დანერგვის გზით.
პროექტის რეალიზატორები: ფონდი „პარტნიორს“ პოლონეთი(პროექტის ლიდერი), სამეცნიერო ფონდ „კოპერნიკთან“(ვარშავა) თანამშრომლობით, ა/ო „სამყარო“, ა/ო „ქართლოსი“ , სსიპ გორის №3 სკოლა.
პროექტის იდეა: თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში მაღალი დონის სპეციალისტების მომზადების აუცილებელი პირობაა სასკოლო განათლების ადრეულ ეტაპზე ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის საგნებისადმი ინტერესის გაღვივება, . ბავშვები განსაკუთრებით კარგად აღიქვამენ ექსპერიმენტებზე დაფუძნებულ გაკვეთილებს. თანამედროვე ექსპერიმენტალური გაკვეთილების ჩატარება ნებისმიერ სკოლაშია შესაძლებელი - ამისთვის სულაც არაა აუცილებელი სპეციალიზირებული კაბინეტები და მოწყობილობები. მაგრამ აუცილებელია შესაბამისად მომზადებული მასწავლებლების არსებობა, რომლებიც მზად იქნებიან თავისი ცოდნა არა მხოლოდ მოსწავლეებს, არამედ - სხვა მასწავლებლებსაც გაუზიარონ.

პროექტის მიზანი: შიდა ქართლის რეგიონის სკოლების მხარდაჭერა; იაფი მეთოდებით სკოლებში სწავლის დონის ამაღლება; ქიმიის, ბიოლოგიისა და ფიზიკის მასწავლებლებისთვის თანამედროვე ექსპერიმენტარული გაკვეთილების ჩატარების უნარების გადაცემა.

დრო: მარტი - დეკემბერი 2010

ადგილი: შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონები

____________________________

პროექტის განხორციელება:

1. .2010 წლის 04-07ივნისი - გორის №3 სკოლაში საბუნებისმეტყველო საგნების ინტერაქტიული სწავლებისათვის 12 ტრენერისგან შემდგარი ჯგუფის მომზადება.
2. 2010 წლის აგვისტო - გორის №3 სკოლაში განათლების განვითარების ცენტრში სარემონტო სამუშაოების ჩატარება.
3. 22 სექტემბერი "განათლების განვითარების ცენტრის" დაარსების დღე.