20,21 და 22 სექტემბერს საერთაშორისო პროექტ „ბუნებრივად თანაბარი შესაძლებლობების ფარგლებში“ ჩატარდება რეგიონალური კონფერენციები სამცხე-ჯავახეთში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში. პროექტის მიზანია: პატარა ქალაქებისა და სოფლების მასწავლებელთა თანამედროვე მეთოდოლოგიური ინსტრუმენტებით წვდომის უზვრუნველყოფა.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში კონფერენცია ჩატარდება 21 სექტემბერს 11:00 საათზე ახალციხის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში( რუსთაველის #122)
შიდა ქართლის რეგიონში - 22 სექტემბერს 14:00 საათზე გორის მე-3 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში(დ.ამილახვრის #26)
ქვემო ქართლის რეგიონში - 23 სექტემბერს 15:00 საათზე მერიის დარბაზში
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ: პროექტის პოლონელი პარტნიორები, ვარშავის კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრის, საქართველოს განათლების სამინისტროს, უნივერსიტეტების, რესურს ცენტრების და პროექტში მონაწილე სკოლების წარმომადგენლები.
No comments:
Post a Comment