Sunday, December 25, 2011
გილოცავთ შობა-ახალ წელს
„ბუნებრივად თანაბარი შანსები“ - შემაჯამებელი კონფერენცია
15 დეკემბერს მასწავლებელთა სახლში პროექტ „ბუნებრივად თანაბარი შანსები“ ფარგლებში ჩატარდა შემაჯამებელი კონფერენცია. კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე ირინა ქურდაძე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი, პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ურშულა დოროშევსკა, პოლონეთის საკონსულოს წარმომადგენლები, პოლონეთის განათლების მინისტრის მოადგილე, ვარშავის „კოპერნიკის ცენტრის“ მეცნიერ-თანამშრომლები, პროექტის კოორდინატორები პოლონური და ქართული მხრიდან, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის თანამშრომლები, პროექტის ტრენერები და მონაწილე მასწავლებლები. კონფერენციის დასასრულს „ფოტორეპორტაჟი გაკვეთილიდან“ კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცათ პრიზები.
Thursday, December 8, 2011
პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია - მალე!
15 დეკემბერს თბილისში, მასწავლებელთა სახლში გაიმართება ჩვენი მიმდინარე პროექტის „ბუნებრივად თანაბარი შანსები“ შემაჯამებელი კონფერენცია. კონფერენციაზე ერთმანეთს შეხვდებიან საგანმანათლებლო სფეროს ქართველი და პოლონელი ექსპერტები, განათლების სამინისტროს წარმომადგენლები და ქართველი მასწავლებლები. მოხდება პროექტის რეალიზაციის შთაბეჭდილებების გაზიარებადა საქართველოში საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით თანამშრომლობის გაგრძელებისა და გაფართოების შესაძლებლობების განხილვა. კონფერენციაზე ასევე წარმოდგენილი იქნება პროექტის ფარგლებში ჩატარებული საქართველოში სოფლის სკოლების მასწავლებელთა საჭიროებების კვლევის შედეგების პრეზენტაცია.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ მეგი ბიბილურს: megipoland@gmail.com, ტელ: (+995) 599757674