Sunday, December 25, 2011

„ბუნებრივად თანაბარი შანსები“ - შემაჯამებელი კონფერენცია


15 დეკემბერს მასწავლებელთა სახლში პროექტ „ბუნებრივად თანაბარი შანსები“ ფარგლებში ჩატარდა შემაჯამებელი კონფერენცია. კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე ირინა ქურდაძე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი, პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ურშულა დოროშევსკა, პოლონეთის საკონსულოს წარმომადგენლები, პოლონეთის განათლების მინისტრის მოადგილე, ვარშავის „კოპერნიკის ცენტრის“ მეცნიერ-თანამშრომლები, პროექტის კოორდინატორები პოლონური და ქართული მხრიდან, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის თანამშრომლები, პროექტის ტრენერები და მონაწილე მასწავლებლები. კონფერენციის დასასრულს „ფოტორეპორტაჟი გაკვეთილიდან“ კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცათ პრიზები.


2 comments:

  1. 15 დეკემბერს მასწავლებელთა სახლში პროექტ „ბუნებრივად თანაბარი შანსები“ ფარგლებში ჩატარდა შემაჯამებელი კონფერენცია. მეც წარდგენილი ვიყავი ამ კონფერენციაზე, როგორც ფოტორეპორტაჟში გამარჯვებული და დამაჯილდოვეს ნამდვილი, დიდი ტელესკოპით. დიიდიიი მადლობა პროექტის ხელმძღვანელებს და მწვრთნელებს: ელენე ხაჩიძეს და თამრიკო დავითიძეს.

    ReplyDelete
  2. თამრიკო კიდევ ერთხელ გილოცავ ამ წარმატებას!შესანიშნავი ჯილდოა და შენ ის ნამდვილად დაიმსახურე! მოუთმენლად ველით შენი "ნამდვილი, დიდი ტელესკოპის" ;) პრეზენტაციას "განათლების განვითარების ცენტრში"

    ReplyDelete