29 ოქტომბერს თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე მოეწყო საქართველოში
პირველი სამეცნიერო პიკნიკი „მეცნიერება ბავშვებს“ - მეცნიერების 50-მდე სხვადასხვა დარგის პავილიონში მოეწყო ინტერაქტიული გამოფენა, ჩატარდა
პრეზენტაციები
და
ექპერიმენტები,
რომელშიც
ყველა
მსურველს
შეეძლო მონაწილეობის
მიღება.
სამეცნიერო პიკნიკი წარმოადგენს ერთ დღიან სამეცნიერო შემეცნებით ღონისძიებას ღია ცის ქვეშ, რომელიც მიზნად ისახავს მეცნიერების სხვადასხვა დარგის პოპულარიზაციას. სამეცნიერო პიკნიკისათვის
ვაკის
პარკში
მოეწყო
კარვები,
სადაც
წინასწარ
შერჩეული
ჯგუფებმა
საქართველოს
და
საზღვარგარეთის
სამეცნიერო,
საგანმანათლებლო
და
კულტურული
დაწესებულებებიდან
წარმოადგინეს
საკუთარი
მიღწევები
სხვადასახვა
სახის
ექსპერიმენტებითა
და
ინტერაქციული
გამოფენებით.
ღონისძიება
უპირველესად
განკუთვნილია
მოზარდი,
სკოლის
ასაკის
თაობის
წარმომადგენლებისათვის,
თუმცა
საინტერესო
იყო
ნებისმიერი
სხვა
ასაკის
ადამიანებისთვისაც.
პიკნიკის
მთავარი
ამოცანა იყო
ხალისიანი
ფორმით
წარმოეჩინა
თანამედროვე
მეცნიერების
მიღწევები,
განსაკუთრებით
საბუნებისმეტყველო
დისციპლინებში.
ღონისძიებაში
აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ პროექტ „ბუნებრივად საინტერესო გაკვეთილის“ საქართველოს
3 ქალაქში: გორში(თამარ დავითიძე, ელენე ხაჩიძე), რუსთავში, ახალციხეში არსებული
კლუბების წარმომადგენლები.
No comments:
Post a Comment