

15 დეკემბერს მასწავლებელთა სახლში პროექტ „ბუნებრივად თანაბარი შანსები“ ფარგლებში ჩატარდა შემაჯამებელი კონფერენცია. კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე ირინა ქურდაძე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი, პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ურშულა დოროშევსკა, პოლონეთის საკონსულოს წარმომადგენლები, პოლონეთის განათლების მინისტრის მოადგილე, ვარშავის „კოპერნიკის ცენტრის“ მეცნიერ-თანამშრომლები, პროექტის კოორდინატორები პოლონური და ქართული მხრიდან, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის თანამშრომლები, პროექტის ტრენერები და მონაწილე მასწავლებლები. კონფერენციის დასასრულს „ფოტორეპორტაჟი გაკვეთილიდან“ კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცათ პრიზები.
15 დეკემბერს თბილისში, მასწავლებელთა სახლში გაიმართება ჩვენი მიმდინარე პროექტის „ბუნებრივად თანაბარი შანსები“ შემაჯამებელი კონფერენცია. კონფერენციაზე ერთმანეთს შეხვდებიან საგანმანათლებლო სფეროს ქართველი და პოლონელი ექსპერტები, განათლების სამინისტროს წარმომადგენლები და ქართველი მასწავლებლები. მოხდება პროექტის რეალიზაციის შთაბეჭდილებების გაზიარებადა საქართველოში საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით თანამშრომლობის გაგრძელებისა და გაფართოების შესაძლებლობების განხილვა. კონფერენციაზე ასევე წარმოდგენილი იქნება პროექტის ფარგლებში ჩატარებული საქართველოში სოფლის სკოლების მასწავლებელთა საჭიროებების კვლევის შედეგების პრეზენტაცია.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ მეგი ბიბილურს: megipoland@gmail.com, ტელ: (+995) 599757674
კონკურსი:
„ფოტორეპორტაჟი გაკვეთილიდან“
კონკურსის მასალების წარდგენა - ტრენინგიდან 2 კვირის ვადაში.
. . . კონკურსის განაცხადი უნდა შეიცავდეს :
ა). კონკურსის მონაწილის მონაცემებს
ბ). 4 ფოტოსურათს (ზომა - არა უმეტეს 3 მბ)
გ). ჩატარებული გაკვეთილის აღწერას - A4 ფორმატის 1 გვერდი
ფოტორეპორტაჟი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
ა). ინოვაციურობა (მასწავლებლისა და მოსწავლეების კრეატიულობა)
ბ). მოსწავლეების ჩართულობა გაკვეთილის მომზადებასა და ჩატარებაში
გ). სურათების ხარისხი
კონკურსის შედეგებს შეაჯამებს ქართულ-პოლონური კომისია. 3 საუკეთესო ფოტორეპორტაჟის ავტორი 3 რეგიონიდან შემაჯამებელ კონფერენციაზე დაჯილდოვდება.
კონკურსის განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 18 ნოემბერი
20,21 და 22 სექტემბერს საერთაშორისო პროექტ „ბუნებრივად თანაბარი შესაძლებლობების ფარგლებში“ ჩატარდება რეგიონალური კონფერენციები სამცხე-ჯავახეთში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში. პროექტის მიზანია: პატარა ქალაქებისა და სოფლების მასწავლებელთა თანამედროვე მეთოდოლოგიური ინსტრუმენტებით წვდომის უზვრუნველყოფა.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში კონფერენცია ჩატარდება 21 სექტემბერს 11:00 საათზე ახალციხის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში( რუსთაველის #122)
შიდა ქართლის რეგიონში - 22 სექტემბერს 14:00 საათზე გორის მე-3 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში(დ.ამილახვრის #26)
ქვემო ქართლის რეგიონში - 23 სექტემბერს 15:00 საათზე მერიის დარბაზში
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ: პროექტის პოლონელი პარტნიორები, ვარშავის კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრის, საქართველოს განათლების სამინისტროს, უნივერსიტეტების, რესურს ცენტრების და პროექტში მონაწილე სკოლების წარმომადგენლები.3, 4, 5 და 6 სექტემბერს გორის #3 საჯარო სკოლასთან არსებულ „განათლების განვითარების ცენტრში“ „კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრის“ მეცნიერ-თანამშრომლების მალგოჟატა კარვოვსკასა და პატრიცია სტჯეტელსკას მიერ ჩატარდა ტრენინგი პროექტის ტრენერებისათვის “ სწავლების აქტიური მეთოდები“. ტრენინგში მონაწილეობას იღებდნენ პროექტ“ბუნებრივად თანაბარი შესაძლებლობები ყველასათვის“ ტრენერები შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის
23 ივნისს, გორის #3 საჯარო სკოლასთან არსებულ „განათლების განვითარების ცენტრში“ შედგა პროექტის პარტნიორების სამუშაო შეხვედრა.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საერთაშორისო დახმარების 2011 წლის პროგრამის ფარგლებში, მხარი დაუჭირა შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების სოფლის ტიპის დასახლებებში განათლების განვითარების პროექტს. პროექტის მიზანია - სოფელში მცხოვრები ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის განათლების შანსის ამაღლება, პატარა ქალაქებისა და სოფლების მასწავლებელთა თანამედროვე მეთოდოლოგიური ინსტრუმენტებით წვდომის უზრუნველყოფა.